მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოვიდ საეჭვო ან კოვიდ დადასტურებული დაზღვეულებისთვის:
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა ჯიპიაის მომსახურების არხებში. ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს, რომ რეაგირება დროულად და ოპერატიულად მოვახდინოთ.
თუ დაგიდასტურდა Covid – 19, 112-ში კოვიდ ინფიცირებულთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენი პირადი ექიმი თავად დაგიკავშირდება.
* გთხოვ, გაითვალისიწინო, რომ covid-დადებითი პაციენტების რეგისტრაციას ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ. რეგისტრაცია ხდება 112-ში და Covid-ექიმი მხოლოდ რეგისტრირებულ პაციენტებთან შეძლებს დაკავშირებას.
იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნება კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი საეჭვო ან რესპირატორული დაავადების სიმპტომები ან გქონდა კონტაქტი კოვიდ – დადასტურებულთან და გსურს ოჯახის ექიმთან დაკავშირება უნდა დარეკო ცხელ ხაზზე და ჩაეწერო დისტანციურ კონსულტაციაზე. ოჯახის ექიმი მოგცემს შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს.
კოვიდ 19-ისთვის გამწვავებული სიმპტომებია:
• სუნთქვი გაძნელება /ქოშინი (თუ საუბარს პერიოდულად წყვეტ ქოშინის გამო)
• ტკივილი გულ-მკერდის არეში
• სისხლიანი ნახველი
თუ ჩამოთვლითაგან ერთი სიმტომი მაინც აღგენიშნება, დაუყოვნებლის დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე (032) 2 505 111