fbpx

ეფექტურია თუ არა D ვიტამინი covid-19-ის წინააღმდეგ?

მსოფლიოს სამეცინიერო წრეები აქტიურად განიხილავენ D ვიტამინის დადებით გავლენას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მკურნალობის პროცესში. უამრავი სამეცნიერო სტატია ვრცელდება, რომელთაც თან სდევს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია; საზოგადოებაში, C ვიტამინის მსგავსად, D ვიტამინის მიმართაც არასწორი მოლოდინები გააჩინა და ამ შემთხვევაშიც გამოიკვეთა მისი დანიშნულების გარეშე მიღების ტენდნციებიც;


2020 წლის დეკემბერში BBC-მ გაავრცელა სტატია გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ეროვნული ინსტიტუტის, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კვების სამეცნიერო მრჩეველთა კომიტეტის განცხადებებზე დაყრდნობით, სადაც ნათქვამია, რომ D ვიტამინის ეფექტურობის/არაფექტურობის შესახებ, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, არასაკმარისი მონაცემებია და საჭიროა მეტი კვლევა:

„არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ D ვიტამინი იცავს ადამიანებს კოვიდ -19-ისგან“- ამბობს ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი. შესაბამისად, ისინი ამ ეტაპზე ვერ გასცემენ რეკომენდაციას მისი პროფილაქტიკური ან სამკურნალო მიზნით გამოყენებისთვის Covid-19-ის წინაარმდეგ ბრძოლაში; თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები;

არავინ დავობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის- ძვლებისა და კუნთების სიჯანსაღისთვის, განსაკუთრებით ზამთარში, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით;

D ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიურ ზამთარში, რადგან ადამიანიები ძირითადად სახლში , იზოლაციაში არიან და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, D ვიტამინი ბუნებრივი წყაროსგან, მზისგან, მიიღონ საკმარისი რაოდენობით;

სწორედ ამიტომ, ექიმები გასცემენ რეკომენდაციას, D ვიტამინი მიიღოთ საკვებისგან: თევზი და მისი ცხიმი, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი, კვერცხი, ხოლო დამატებით, აბების სახით – მხოლო ექიმის დანიშნულებისამებრ;