fbpx

რა ეფექტი აქვს c ვიტამინს Covid-19-ის მკურნალობისას?

C ვიტამინი და covid-19

ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს C ვიტამინს Covid- 19-ის მკურნალობის პროცესში.

ალბათ შეამჩნევდით, რომ გაზრდილია მოთხოვნა C ვიტამინზე – ადამიანები ექიმის დანიშნულების გარეშე, ხშირად ჭარბი დოზებით იღებენ C ვიტამინს  მიუხედავად იმისა, მისი ორგანიზმის საჭიროებს თუ არა მას;

ამერიკის National Institutes of Health (NIH) -მა 2020 წლის ნომებერში გამოაქვეყნა კვლევის შედეგები C ვიტამინის ეფექტებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც , აღმოჩნდა,რომ C ვიტამინის ძალაზე კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, გადაჭარბებული შეფასება არსებობს საზოგადოებაში;

კვლევა

პრიველ რიგში, c ვიტამინის შესახებ –  ეს არის ასკორბინის მჟავა – წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც, სავარაუდოდ, აქვს სასარგებლო ეფექტი მძიმე და კრიტიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. ეს არის ანტიოქსიდანტური და თავისუფალი რადიკალების გამწმენდი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები;

მაგრამ რამდენად ეფექტურია და რა გავლენას ახდენს C ვიტამინი კოვიდით გართულოებული ინფექციების ან სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების საწინააღმდეგოდ, ეს ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა;

იმის გამო, რომ კვლევითი მასალა არასაკმარისია და არ არის მეცნიერულად დამტკიცებული c ვიტამინის დადებითი გავლენა , როგორც მძიმე გართულებების მქონე, ისე მსუბუქ პაციენტებში, ექიმები ამ ეტაპზე ვერ გასცემენ რეკომენდაციას C ვიტამინის მიღებაზე Covid-ის მკურნალობისას; ასე, რომ თუ ექიმი არ მოგცემთ დანიშნულებას C ვიტამინზე, არ უნდა გაგიკვირდეთ;

ექსპერიმენტი

მეცნიერებმა  კრიტიკულ კოვიდ პაციენტებში C ვიტამინის ეფექტის გასაზომად ჩაატარეს ექსპერიმენტი – 24  პაციენტს, რომელთაც განუვითარდათ სეფსისი, 4 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ  ინტრავენური გზით C ვიტამინის შეყვანითა და  პლაცებოთი (პლაცებო არის ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელება) ; 4 დღიანი შესწავლის პერიოდის განმავლობაში, პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს C ვიტამინი 200 მგ / კგ დღეში და მათ, ვისაც C ვიტამინი მიიღეს 50 მგ / კგ დღეში, ჰქონდათ უფრო დაბალი ორგანული უკმარისობის შეფასების ქულები და ანთების საწინააღმდეგო ნიშნების დონე, ვიდრე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო

დასკვნა

აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რეალურად  აქვს თუ არა დადებითი გავლენა C ვიტამინს Covid-19-ის მკურნალობის პროცესში, შესაბამისად გადაჭარბებული მოთხოვნა C ვიტამინზე გაუმართლებელია და მისი დანიშნულების გარეშე მიღება, არაა რეკომენდებული.

რჩევა

ვიტამინის მიღების საუკეთესო გზა ჯანსაღი საკვებია, რითაც ორგანიზმი საჭირო დიზით, ბუნებრივად ივსებს ვიტამინების მარაგს;  აბების მიღების ნაცვლად, გირჩევთ, c ვიტამინით გამდიდრებული ისეთი საკვებით გაიჯანსაღოთ ორგანიზმი და გაიმყაროთ იმუნიტეტი, როგორიცაა ციტრუსები, ასკილი, კივი, შავი მოცხარი, მწვანე ბოსტნეული, მჟავე კომბოსტო, კენკრა, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, ჩვეულებრივი კარტოფილი და მიჰყვეთ პირადი ექიმების ინსტრუქციებსა და რჩევებს;