fbpx

რა არის მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი 2020 წლის გაზაფხულზე ევროპაში დაფიქსირდა , საქართველოში კი ამჟამად 20-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული; სინდრომი covid-19-ით გამოწვეული გართულებაა, რომელიც ინფიცირებიდან საშუალოდ 1 თვეში ვლინდება ძირითადად 0-18 წლამდე ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია ვირუსის მიმდინარეობის დროსაც განვითარება;

სინდრომი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით, რომელთა დაფიქსირებისთანავე საჭიროა დროულად მიმართოთ პედიატრს:

  • მაღალი სიცხე 
  • მუცლის ტკივილი
  • პირღებინება
  • დიარეა
  • ყელის ტკივილი
  • გამონაყარი
  • თვალების სიწითლე
  • სისუსტე, ძილიანობა
  • სუნთქვის გაძნელება
  • სახის შესიება

რა შემთხვევაშია აუცილებელეი  გადაუდებელი დახმარება?

თუ ბავშვს აღენიშნება:

  • სუნთქვის პრობლემა
  • ინტენსიური ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდში
  • გამოღვიძების პრობლემა
  • მოლურჯო ტუჩები ან სახე
  • ძლიერი მუცლის ტკივილი

დაავადებაზე ბავშვებს ძირითადა  ჰორმონით მკურნალობენ, მძიმე შემთხვევებში კი პაციენტებს იმუნოგლობულინის გადასხმა სჭირდება- 10 კგ-ზე 2 მგ. 

საბედნიეროდ, სტატისტიკურად სინდრომის  საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლია გამოვლენილი, გარდაცვალების კი 1 შემთხვევა ბრიტანეთში;