fbpx

რა არის ვაქცინა და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ?

ვაქცინაცია

რა არის ვაქცინა?

ვაქცინაცია არის მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გზა დაავადებებისგან ადამიანების დასაცავად ჯერ კიდევ დაავადებამდე. ვაქცინა იყენებს თქვენი სხეულის ბუნებრივი დაცვის უნარს ინფექციებისადმი მდგრადობის შესაქმნელად და აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.

ვაქცინები ასწავლიან თქვენს იმუნურ სისტემას ანტისხეულების შექმნას, ისევე როგორც ამას ახერხებს ორგანიზმი დაავადების მიმდინარეობის დროს. მაგრამ, რადგან ვაქცინა შეიცავს მხოლოდ მკვდარ ან დასუსტებულ მიკრობების ფორმებს, მაგალითად ვირუსებს ან ბაქტერიებს, მას არ შეუძლია წარმოშვას დაავადება ან გაართულოს დაავადების მიმდინარეობის პროცესი.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

ბუნებრივი დაცვის უნარის გამომუშავებით ორგანიზმში, ვაქცინა ამცირებს დაავადების  რისკს. ვაქცინის მიღებისას თქვენს იმუნური სისტემას შეუძლია:

  • ამოიცნობს შემოჭრილი ჩანასახი – ვირუსი ან ბაქტერია.
  • წარმოქმნას ანტისხეულები. ანტისხეულები იმუნური სისტემის მიერ ბუნებრივად გამომუშავებული ცილებია დაავადებებთან საბრძოლველად.
  • დაიმახსოვროს დაავადება და ასწავლოს ორგანიზმს მათთან ბრძოლა. თუ მომავალში ვირუსი მოხვდა თქვენს სხეულში, თქვენს იმუნურ სისტემას შეუძლია სწრაფად გაანადგუროს იგი;

ამიტომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ჭკვიანი გზა ორგანიზმში იმუნური რეაქციის წარმოქმნისთვის, დაავადების გამომწვევის გარეშე – იმის ნაცვლად, რომ დაავადებას ვუმკურნალოთ მისი გამოვლენის შემდეგ, ვაქცინით თავიდან ვიცილებთ ავადმყოფობას.

ჩვენს იმუნური სისტემას აქვს მახსოვრობის უნარი – ვაქცინის ერთი ან მეტი დოზის მიღების შემდეგ, ჩვენ უკვე  ვიცავთ თავს დაავადებისგან წლების ან ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ის, რაც ვაქცინებს ასე ეფექტურს ხდის.

როგორ იცავს ვაქცინა ადამიანს და საზოგადოებას?

როდესაც ადამიანი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას იტარებს, მისი ინფექციის რისკიც მცირდება – ასე რომ, ისინი, ამავდროულად, ნაკლებად გადასცემენ ვირუსს ან ბაქტერიას სხვებს. საზოგადოებაში რაც უფრო მეტი ადამიანი იტარებს ვაქცინაციას, უფრო ნაკლები ადამიანი რჩება დაუცველი და ნაკლებია შესაძლებლობა, რომ ინფიცირებულმა პათოგენი გადასცეს სხვა პირს. საზოგადოებაში პათოგენური ცირკულაციის შესაძლებლობის შემცირება იცავს მათ, ვისაც ვაქცინაცია არ შეუძლია (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგალითად, ალერგიიდან ან მათი ასაკიდან);

რატომ უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია?

ვაქცინაციის აუცილებლობას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს – საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა. იმის გამო, რომ ყველას არ შეუძლია ვაქცინაცია ამა თუ იმ მიზეზის გამო (მაგალითად ალერგიის, რაიმე სერიოზული დაავადების გამო), ისინი დამოკიდებულნი არინ იმაზე თუ რამდენადაა მათი გარემოცვა დაცული დაავადებისგან, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაქცინირებული ადამიანი ნაკლებად ავრცელებს ვირუსს;

რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია?

ვაქცინაცია უსაფრთხოა, ხოლო ვაქცინის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, უმნიშვნელო და დროებითია, მაგალითად, მკლავის ტკივილი ან მსუბუქი სიცხე. შესაძლებელია უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები, მაგრამ ძალზე იშვიათია.

ნებისმიერი ლიცენზირებული ვაქცინა, სანამ დამტკიცდება,  მკაცრად იტესტება და გადის საცდელი პერიოდის მრავალ ფაზას, მისი შემოღების შემდეგ კი ხდება რეგულარული გადაფასება. მეცნიერები ასევე მუდმივად აკონტროლებენ ინფორმაციას რამდენიმე წყაროდან რათა არ გამოიწვიოს სარისკო უკუჩვენებები;

გახსოვდეთ, გაცილებით დიდია შანსი შეგემქნათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები უშუალოდ დაავადებით, ვიდრე  ვაქცინით. მაგალითად, ტეტანუსმა შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ტკივილი, კუნთების სპაზმები და თრომბები; წითელას შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალიტი (თავის ტვინის ინფექცია) და სიბრმავე.   ვაქცინაციის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება რისკებს;

ვაქცინის დამსახურებაა ის, რომ დღეს აღარ არის მომაკვდინებელი დაავადება ყვავილი, დიფტერია და სხვა მსოფლიოში ისეთი გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც ასწლეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.