fbpx

ქვეყნები, სადაც მასშტაბური Covid-ვაქცინაცია მიმდინარეობს

ვაქცინაციის მსოფლიო სტატისტიკა

უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალმა პანდემიამ კარდინალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, სამყარო, ტექნოლოგიები. დიდ გარღვევები მოახდინა მედიცინაშიც. თუ კი აქამდე წარმოუდგენელი იყო ვაქცინის 1 წელიწადში შექმნა, COVID-19 პანდემიის დაწყებიდან 12 თვეზე ნაკლებ დროში, რამდენიმე სამეცნიერო ჯგუფი გაუმკლავდა გამოწვევას და შეიმუშავა ვაქცინები, რომლებიც იცავს SARS-CoV-2-ისგან ადამიანს;

ახლა უკვე არც თუ ისე შორს ვართ პანდემიის დასასრულამდე. მაგრამ ამისთვის გვწირდება მსოფლიოს მსოფლიოს იმუნიზაცია, რისთვისაც საყოველთაო ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, თუმცა ვაქცინისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება;

ფოტოზე წარმოდგანილია  დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს COVID- ვაქცინის გამოყენებული დოზების რაოდენობას იმ ქვეყნების მიხედვით(მოცემულ პოპულაციაში 1000 ადამიაზე), რომელთაც პირველსავე ეტაპზე შეძლეს დიდი ოდენობით ვაქცინის მობილიზება და დაიწყეს მასშტაბური ვაქცინაცია;

გაითვალისწინეთ, რომ აქ საუბარია დოზებზე და არა ერთეულ ადამიანებზე – 1 ადამიანზე შესაძლოა გათვალსიიწნებული იყოს 2 დოზა;

როგორც ხედავთ, 27 იანვრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი ოდენობის ვაქცინის მობილიზება და მისი ათვისება ისრაელმა(49 მლნ დოზა), გაერთიანებულმა ემირატებმა (27,95 მლნ. დოზა) და დიდმა ბრიტანეთმა (11,25 მლნ.დოზა) შეძლო;

დიდი ბრიტანეთი იყო პირველი მსოფლიოში, რომელმაც შეიძინა ვაქცინა და სწრაფი ტემპებით დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ ისრაელმა 1 თვეზე ნაკლებ დროში მოახერხა 49 მილიონზე მეტი ვაქცინის დოზის ათვისება;

საქართველო ჯერჯერობით ამ რუკაზე არ არის, მაგრამ იმედია, გაზაფხულიდან ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა.