fbpx

არის თუ არა COVID ვაქცინა უსაფრთხო?

covid-vaccine

1 წლის წინ, როცა პანდემია საწყის ეტაპზე იყო, სპეცილაისტები მაშინ ნაკლებრელისტურად პროგნოზირებდნენ, რომ ვაქცინა იყო პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალება. მაშინ იმის  წარმოდგენა რომ 1 წლის შემდგე ვაქცინა არა მხოლოდ მზად იქნებოდა, არამედ მილიონობით ადამინი უკვე აიცრებოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო – ამ დრომდე , ვიცოდით, რომ ვაქცინის შექმნასა და მის დამტკიცებას გამოსაყენებლად,  წლები სჭირდება;

1 წლის წინ მეცნიერებმა მიიღეს ეს გამოწვევა და დაიწყეს მომაკვდინებელი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა-პრიორიტეტი შეზღუდული დროის პირობებში უსაფრთხოება იყო. დღეს კი ვაქცინა მზადაა და ამ წამს, როცა ამ სტატიას კითხულობ, მსოფლიოს წამყვან, მდიდარ ქვეყნაში, იღბლიანი ადამიანები იკეთებენ ვაქცინას;

სანამ ვაქცინა ჩვენამდე მოაღწევს, აქ მოგიყვებით იმ პროცესის შესახებ, რომელსაც ვაქცინა დამტიკცებამდე გადის;

ყველა ვაქცინა გადის კლინიკურ კვლევებს უსაფრთხოების და ეფექტურობის შესამოწმებლად. COVID-19 ვაქცინისთვის, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ(FDA) დააწესა მკაცრი სტანდარტები, რის გამოც სანამ ვაქცინა მზის სხივს იხილავს, 4 ფაზიან შემოწმებას გადის;

ფაზა 1.

ტესტირება 20-100 მოხალისეში. საკვლევ ფაზაში მეცნიერებმა უნდა გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს:
  • არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო?
  • ახლავს  თუ არა ვაქცინას სერიოზული გვერდითი მოვლენები?
  • რა დოზირებაა საჭირო რომ ავიცილოთ თავიდან გვერდითი მოვლენები?
  • გამოიწვევს თუ არა ვაქცინა იმუნურ რეაქციას?

ფაზა 2.

ტესტირება რამდენიმე ათას მოხალისეში, რა დროსაც მკვლევარებმა უნდა უპასუხონ კითხვებს:
  • რა არის ის ყველაზე გავრცელებული  გვერდითი ეფექტი , რომელიც ახასიათებს ვაქცინას?
  • როგორია სხეულის იმუნური პასუხი ვაქცინაზე?
  • აქვს თუ არა ვაქცინას რაიმე დამცველობითი უნარი?

ფაზა 3.

ტესტირება 1 000 ან მეტ მოხალისეში, სადაც მეცნიერებმა უნდა უპასუხონ კითხვებს:
  • როგორია დაავადების მაჩვენებელი იმ ადამიანებში, რომლებმაც ჩაიტარეს ვაქცინაცია და რომელთაც არ ჰქონდათ აცრა გაკეთებული?
  • რამდენად კარგად შეძლებს ვაქცინა დაიცვას ადამიანი დაავადებისგან?

FDA ვაქცინას ამტკიცებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ :

  • ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური;
  • თუ ვაქცინის სარგებლიანობა აჭარბებს რისკებს;

ფაზა 4.

ვაქცინა მტკიცდება FDA-ს მიერ და დაშვებულია გამოსაყენებლად;
ვაქცინაციის პროცესში და შემდგომ პერიოდში FDA მკაცრად უწევს მონიტორინგს , მეცნიერები კი განაგრძობენ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაა, დამუშავებასა და ვაქცინის გაუმჯობესებას; ასე, რომ სანამ ვაქცინას ჩვენს ორგანიზმში შეუშვებენ, მკაცრ კონტროლსაც და შემოწმებას გადის.

ამასთან, ვაქცინაციამდე  წინასწარ გაიცემა რეკომენდაციები იმ კატეგორიებისთვისაც, სადაც არ ჩატარებულა კვლევა ან არის არასაკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მისი უსაფრთხოება და მათთვის, სადაც უკუჩვენების რისკი მაღალია. ყოველივე ამის გათვალსიწინებით, როცა ვაქცინა ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, გირჩევ არ გაუშვა შესაძლებლობა დაიცვა შენი და შენი გარშემომყოფების ჯანმრთელობა;