fbpx

6 კითხვა Covid-ექიმს: ის, რაც უნდა იცოდნენ ონკო-პაციენტებმა

4 თებერვალს მსოფლიომ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა, რომელიც კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა დააწესა და მიზნად ისახავს სიმსივნური დაავადებების პრევენციის , დიაგნოსტირების, კვლევისა და მკუნალობისადმი ცნობადობის ამაღლებას. პანდემიის პირობებში ონკო პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოფრთხილებას საჭიროებენ -კიბო covid-19-ის  რისკ ჯგუფში შემავალი დაავადებაა.  მიუხედავად იმისა, რომ ონკო პაციენტებში ვირუსის განვითარებისა და მოქმედების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ჯერ კიდევ არ ვფლობთ და საკითხი კვლევის ეტაპზეა,  კოვიდ-ექიმები რამდენიმე საკვანძო კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვცემენ;

წარმოგიდგენ 6 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას ონკო პაციენტებისგან covid-19-თან დაკავშირებით;

  1. ვარ ონკო პაციენტი, რამდენად მაღალია იმის საშიშროება, რომ დაინფიცირების შემთხვევაში გამიმწვავდება მდგომარეობა?

ონკოლოგიურ  პაციენტებზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევბმა (კვლევა მიმდინარეობდა ჩინეთში) აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებმაც ქიმიოთერაპია ან ოპერაცია ჩაიტარეს დაინფიცირებამდე 1 თვის  განმავლობაში უფრო მაღალი რისკის მატარებლები არიან ვიდრე  ის პაციენტები, რომლებმაც უფრო გვიან პერიოდში გაიარეს მკურნალობის პროცესი; ასევე,  პაციენტები, რომლებიც გადიან კიბოს აქტიურ მკურნალობას, სავარაუდოდ, უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე ისინი, ვინც რემისიაში იმყოფებიან. მაღალ რისკჯგუფში არიან პაციენტებიც,  რომლებიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდგომ თერაპიას გადის  და ისინიც, ვინც ტრანსპლანტაციიდან ერთ წელს გადაცილდა და კვლავ ითვლება იმუნოკომპრომისტულად; ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ონკო პაციენტებს;

2. რას ნიშნავს იმუნოკომპრომისი და არის თუ არა ონკო პაციენტი იმუნოკომპრომისული?

იმუნოკომპრომისულია პაციენტი, როდესაც სხეულის სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს, დაბალია ან არ ფუნქციონირებს კარგად, სხეულს არ შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებს. იმუნოკომპრომისულ პაციენტებში შეიძლება ჩაითვალოს ონკო პაციენტებიც და ისინი, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. იმუნოკომპრომისულია ასევე აივ ინფექციის მქონე პაციენტები,  მათ ვინც ჩაიტარა ტრანსპლანტაცია, იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე მყოფი ან სხვა ცნობილი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები.

3.დავამარცხე კიბო. მაინც მივეკუთნები  მაღალი რისკ-ჯგუფს?

იმ ადამიანთა უმეტესობას, ვინც წარსულში სიმსივნით მკურნალობდა (მით უმეტეს, თუ ეს წლების წინ იყო), სავარაუდოდ აქვთ ნორმალური იმუნური ფუნქცია, მაგრამ თითოეული ადამიანი განსხვავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ონკო პაციენტმა, მიუხედავად იმისა მკურნალობაში არიან თუ არა, გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, რომელმაც იცის მათი სამედიცინო ისტორია;

4. თუ წარსულში უკვე დავამარცხე კიბო ან ახლა ვმკურნალობ, რამდენად აუცილებელია კოვიდ-ვაქცინაცია?

ონკო პაციენტებს ან მათ, ვინც დაამარცხა ეს დაავადება, შეიძლება ჩაიტარონ ვაქცინაცია, თუ მათ უკუჩვენება არ აქვთ – ანუ არ აქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია ანამნეზში (მაგალითად, ანაფილაქსია) ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია;ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ვაქცინა, უნდა გააგრძელონ ყველა ინსტრუქცია, რათა დაიცვან თავი COVID-19 ზემოქმედებით.

5.სხვა რა ხერხებით შემიძლია დავიცვა თავი?

სანამ ვაქცინები ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი, COVID-19- ის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა პირბადის სწორად ტარება და სოციალური დისტანციაა;

გაითვალსიიწნეთ, რომ აუცილებელია იზრუნოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენ გარშემომყოფებზეც, განსაკუთრებით, ვისაც აწუხებთ ესა თუ ის ქრონიკული დაავადება;

რეკომენდაციები, რომელიც განსაკუთრებით ზედმიწევნით უნდა დაიცვათ რისკჯგუფში შემავალმა პაციენტებმა:

  • მოერიდეთ თვალებთან, ცხვირთან და პირთან შეხებას.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით საპირფარეშოს გამოყენების  შემდეგ; ჭამის წინ;  ხველის ან ცემინების შემდეგ; სხვებთან კონტაქტის დაწყებამდე და მის შემდეგ.
  • რამდენადაც შესაძლებელია დარჩით სახლში
  • გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ხშირად შეხებულ ზედაპირებს, მათ შორის კარების საკინძებს, მსუბუქი კონცენტრატორებს, კლავიშებს, მაგიდის მაგიდებს, ტელეფონებს, სახელურებს, ონკანებს, ნიჟარებსა და ტუალეტებს.

სხვებთან ურთიერთობისას გაითვალისწინეთ:

  • დაიცავით მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია
  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
  • ატარეთ ნიღაბი; ფრთხილად იყავით, არ უნდა შეეხოთ თქვენს თვალებს, ცხვირს ან პირის ღრუს მოხსნისას; დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება მალე ნიღბის შეხების ან მოხსნის შემდეგ.

6. მკურნალობის პროცესში ვარ და ხშირად მიწევს საავადმყოფოიში ვიზიტი, რა უნდა გავითვალისწინო?

თუ სიმსივნიესთან ბრძოლის პროცესში ხართ და ხშირად გიწევთ კლინიკაში ვიზიტი, პირველ რიგში კარგად გაეცანით იმ კლინიკის კოვიდ-წესებს, სადაც მკურნალობთ და შეეცადეთ ზედმიწევნით დაიცვათ მითითებები; რეკომენდებულია გეგმიური ოპერაციების გადადება მკურნალ ექიმთან შეთანხმებითა და ჯანმრთლეობის მდგომარეობის გათვალსიწინებით; რამდენადაც შესაძლებელი იქნება კლინიკაში ვიზიტი ჩაანაცვლეთ ტელემედიცინით-დისტანციური კონსულტაციებით;

ონკო დაავადება ისეთივე რისკ -ჯგუფს განეკუთვნება, როგორიცაა თირკმლის ქრონიკული დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის-სისხლძარღვთა დაავადებები- გულის უკმარისობა, კორონარული არტერიის დაავადება ან კარდიომიოპათიები; ასევე სიმსუქნე, დიაბეტი და მოწევაც კი. პრევენციის საუკეთესო საშუალება რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და ექიმთან მუდმივი კომუნიკაციაა.

ჯიპიაის დაზღვეულებისთვის შექმნილია covid-19-ის ბინაზე მართვის პორტალი, სადაც საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ დატოვოთ მონაცემები და 24 საათში დაგიკავშირდებათ თქვენი ექიმი;