fbpx

დაავადებები და ეპიდემიები, რომლებიც ვაქცინამ შეაჩერა

პირველი ვაქცინაცია

საიდან იღებს სათავეს ვაქცინაცია? 

ვაქცინების ისტორია სათავეს ჯერ კიდევ 1000 წელიდან, ჩინეთში იღებს, სადაც ინფიციურებული ადამიანები ამ დაავადების მასალას მის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებისთვის იყენებდნენ.  მე -17 საუკუნის ჩინეთში კი ვხვდებით ბუდისტ ბერებს, რომლებიც  სვამდნენ გველის შხამს ქვეწარმავლის შხამის მიმართ იმუნურობისთვის;
მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის ფუძემდებლად ედვარდ ჯენერს მიიჩნევენ, რომელმაც  1796 წელს წარმატებით გამოიყენა მსხვილფეხა რქოსანის ტყავის მასალა ჩუტყვავილას მიმართ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად და აცრა 13 წლის ბიჭი, რომელიც ყბაყურით იყო დაავადებული.  მისმა მეთოდმა სამედიცინო და ტექნოლოგიური ცვლილებები განიცადა და მომდევნო 200 წლის განმავლობაში საფუძველი დაუდო ჩუტყვავილას განეიტრალებას;
1885 წელს ლუი პასტერის მიერ შექმნილი ცოფის ვაქცინა იყო  შემდეგი , რომელმაც დიდი გარღვევა იქონია მედიცინაში. მისმა  ექსპერიმენტებმა სათავე დაუდო ცოცხალი, დასუსტებული ქოლერასა და ჯილეხის უჯრედისგან ვაქცინების შექმნას, შედეგად 1890-დან 1950წ-მდე აქტიურად მიმდინარეობდა ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაცია , მათ შორის Bacillis-Calmette-Guerin (BCG) ვაქცინის, რომელიც დღესაც გამოიყენება.
1923 წელს ალექსანდრე გლენიმ დახვეწა მეთოდი ტეტანუსის ტოქსინის ინაქტივაციისთვის.  იგივე მეთოდი გამოიყენეს დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 1926 წელს.
მე-20 საუკუნის შუა ხანები საუკეთესო დრო იყო ვაქცინების კვლევისა და განვითარებისათვის. ამ პერიოდში მოლეკულურმა გენეტიკამ ფაქტობრივად ახალი ეტაპზე გადაიყვანა ვაქცინოლოგია, დაიწყო ვაქცინაცინის შექმნის ახალი სისტემები (მაგ. დნმ ვაქცინები, ვირუსული ვექტორები, მცენარეული ვაქცინები).

დაავადებები და ეპიდემიები, რომლებიც ვაქცინამ შეაჩერა:

არსებობს ეპიდემიები, რომლებმაც ისტორია შეცვალა. დამეთანხმებით, რომ არა ვაქცინა , კიდევ უფრო რთული იქნებოდა მათი დავიწყება; მათი სია დიდია, აქ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით:
  • პოლიო –  ერთ – ერთი ყველაზე საშინელი  დაავადება იყო აშშ – ში, რომელიც ბავშვებში იყო გავრცელებული. ამ  ვირუსულ ინფექციას შეეძლო გამოიწვია დროებითი ან მუდმივი დამბლა (პოლიომ მიაჯაჭვა ეტლს ფრანკლინ დ. რუზველტიც). გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ის ყოველწლიურად 35,000-ზე მეტ ამერიკელს აინფიცირებდა, მათი დიდი ნაწილი კი სამუდამოდ დააინვალიდა. პოლიოს საწინააღმდეგო ვაქცინით 623 972 ბავშვის იმუნიზაცია მოხდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 80–90%-ით ეფექტური  აღმოჩნდა და  პოლიოს შემთხვევები შეერთებულ შტატებში 1979 წლის შემდეგ აღარ გამოვლენილა.
  • ჩუტყვავილა – დაავადებაა, რომელიც გლობალურად აღმოიფხვრა ვაქცინაციის  საშუალებით.   ვაქცინის შემუშავებიდან მალევე ესპანეთმა დაიწყო მისი გამოყენება და  იმპერიის მასშტაბით მოხდა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია;  მალე ბრიტანელებიც მიჰყვნენ მათ, 1850-იან წლებში კი მასაჩუსეტსი გახდა აშშ–ს პირველი შტატი, რომელმაც სავალდებულო გახადა ჩუტყვავილის ვაქცინაცია;
  • ცოფი –  მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის უნარი აქვს, ვაქცინამ იხსნა მილიონობოით ადამიანის სიცოცხლე და დღეს ის უკვე აღარ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისა და ცხოველებისთვის;
  • ებოლა –  ებოლას ვირუსი პირველად 1976 წელს გამოვლინდა აფრიკაში. იმავე წლის ბოლოს ვირუსმა განიცადა მუტაცია და ცნობილი გახდა ვირუსის ორი შტამი – ებოლა ზაირი და ებოლა სუდანი.  ვაქცინის შემუშავება 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო.  2014 წელს ებოლა კვლავ  აღმოცენდა უპრეცედენტო ეპიდემიის დონეზე დასავლეთ აფრიკაში;

Sars_CoV-2 – ისპანკას შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვირუსია, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო და ფაქტობრივად დედამიწის პარალიზება გამოიწვია. ვირუსის აღმოცენებიდან 1 წლის თავზე მსოფლიო სამეცნიერო ლაბორატორიებში,უპრეცენდენტოდ მოკლე დროში, რამდენიმე ვაქცინა შეიქმნა და დღეს უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია; საინტერესოა, რა შედეგებს მოგვცემს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რას შეფასებებს გავაკეთებთ წლების შემდეგ;