fbpx

რჩევები მშობლებს: როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის?

ბიჭი მიდის სკოლასი პანდემიის დროს

1 წლიანი იზოლაციისა და დისტანციური სწავლების შემდეგ 15 თებერვლიდან ბავშვები სკოლას უბრუნდებიან და მგონი, ეს იმ  იშვიათ შემთხვევათაგანია,როცა ყველაზე ზარმაცუნა მოსწავლეც კი საკლასო ოთახში სწავლის გაგრძელებას მოუთმენლად ელის;

მშობლებისთვის არანაკლებ სასიხარულო და შვების მომგვრელია შვილების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოების წესები.

თუ აქამდე, მთელი წელი ჩვენი შვილების ჰიგიენას სახლში ჩვენვე ვაკონტროლებდით, ახლა მათ თავად მოუწევთ ამაზე ზრუნვა პედაგოგებთან ერთად, ამიტომ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ, როგორ მოვემზადოთ ბავშვები სკოლაში უსაფთხო დაბრუნებისთივის;

  • მოიმარაგე პირბადე – პირბადის სწორად გამოყენებაზე დეტალურ ინსტრუქტაჟზს ბავშვებს პედაგოგები ჩაუტარებენ და გააკონტროლებენ მის სწორად მოხმარებას. მშობლებს კი ისღა დაგვრჩენია, მოვიმარაგოთ პირბადეები და ყოველდღიურად რამდენიმე ცალი, სპეციალური შეფუთვით გავატანოთ სკოლაში. პრიბადის მარაგი არა მხოლოდ ჩვენს შვილებს , მის თანაკლასელებსაც გამოადგებათ იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს, ამა თუ იმ მიზეზით, არ ექნება პირბადე;  გირჩევთ, ერთჯერად ან რესპირატორულ პირბადეზე გააკეთოთ არჩევანი.
  • მოიმარაგე სადეზინფექციო ხსნარები – შევთანხმდეთ, რომ ბავშვი ყოველ დასვენებაზე საპირფარეშოში არ გაიქცევა ხელის დასაბანად, მით უფრო რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი სკოლა, რომელსაც არა თუ საპონი, სველი წერტილებიც კი არ აქვთ გამართული. ამიტომ, აუცილებელია, ბავშვს თან ჰქონდეს სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი ხელების ხშირი დეზინფექციისთვის;
  • დარწმუნდი სასწავლო სივრცის უსაფრთხოებაში – სასწავლო პროცესის დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ საკლასო ოთახში მერხებს შორის განლაგება ისე იქნება, რომ ბავშვები შეძლებენ სოციალური დისტანციის დაცვას, მინიმუმ 1 მეტრი. აქვე გეტყვით, რომ სკოლებს რეკმენდაცია აქვთ, პანდემიის დასრულებამდე თავი შეიკავონ ჯგუფური სამუშაოებისა და აქტივობებისგან, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვირუსის შესაძლო გადაცემა; შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ თავი შეიკავოს დასვენების პერიოდში თავყრილობებისგან დერეფნებში. მართალია ამას მასწავლებლები და მანდატურები აკონტროლებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, უკვე ინფორმირებული შეხვდეს ამ შეზღუდვებს;
  • აუხსენით ბავშვს კვების წესები – პანდემიის დასრულებამდე ბუფეტით სარგებლობა არაა რეკომენდებული. უმჯობესია, ბავშვშვმა წასახემსებლები სახლიდან ატაროს და რაც მთავარია, საკლასო ოთახში მიირთვას; განუმარტეთ დეტალურად, რომ კვებამდე აუცილებელია ხელის დაბანა თხევადი საპნით და მშრალი ხელსახოცით გამშრალება; თუ თხევადი საპონი არ არის საპირფარეშოში, არ გამოიყენოს მყარი და არჩევანი ისევ სადეზინფექციო ხსნარზე შეაჩეროს;
  • მოიმარაგე სველი ხელსახოცები-  საკლასო ოთახების დეზინფექცია, პროტოკოლის მიხედვით, ყოველდღე მიმდინარეობს, მაგრამ გირჩევთ პირბადესა და ხელის სადეზინფექციო ხსნართან ერთად ბავშვებს სველი, სპირტის შემცველი ხელსახოცები გავატანოთ და გააფრთხილოთ, ერთხელ მაინც გაწმინდოს მერხი;

როგორ შევარჩიოთ საწმენდი საშუალება?

  • აუცილებლად გაეცანით ეტიკეტზე მოცემულ ინსტრუქციას და გაარკვიეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ მოცემული საშუალება უსაფრთხოდ და სათანადოდ
  • პირბადე, ხელის სადეზინფექციო და საგნების სანეტაიზერი ჩანთაში ცალ-ცალკე განყოფილებაში მოათავსეთ.
  • ეტიკეტზე შეამოწმეთ ვადა და არის თუ არა განკუთვნილი სადეზინფექციოდ;

თუ ბავშვს Covid-საეჭვო სიმპტომები აღენიშნა-ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები-დატოვე ბავშვის სადაზღვევო მონაცემები აქ და 24 საათში Covid-ექიმი დაგიკავშირდებათ;