fbpx

როგორ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

გოგონა ავტობუსში ნიღბით

15 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები შემსუბუქდა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის დიდი შვებაა, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს  შეიცავს. თუმცა თუ უსაფრთხოების წესებს ზედმიწევნით დავიცავთ, შევძლებთ როგორც საკუთარი თავის , ისე სხვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას; ამიტომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხშირად გიწევს, ჩვენი რჩევები ნამდვილად გამოგადგება;

იზრუნე ხელის ჰიგიენაზე:

  • სახლიდან გასვლამდე დაიბანე ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველობით;
  • მოერიდე თვალებზე, ცხვირსა და პირზე  ხელებით შეხებას.
  • ცემინების ან დახველების შემთხვევაში გამოიყენე ხელსახოცი ან აიფარე იდაყვის შიდა მხარე;  ნახმარი ხელსახოცები გადაყარეთ ნაგავში და დაუყოვნებლივ გამოიყენეთ ხელის ანიტისეპტიკური საშუალება მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველებით;

დაიცავი სოციალური დისტანცია

ცოტა არ იყოს რთული წარმოსადგენია ავტობუსსა და მეტროში, მით უმეტეს ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, სოციალური დისტანციის დაცვა, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, შეეცადე არ ახვიდე გადაჭედილ ავტობუსში-ჯობს დააგვიანო სამსახურში, ვიდრე ვირუსების “ბუდეში” მოხვდე; ან თუ ძლიან შორი გზა არ გაქვს გასავლელი, ფეხით გასეირნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა-ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა;

  • მოეროდე ხალხმრავლობას გაჩერებებზე-არაუშავს თუ სხვა შეგასწრებს ავტობუსში, მთავარი უსაფრთხოებაა!
  • თუ სხვა გზა არ გვაქვს და სავსე ავტობუსში გიწევს ასვლა, გახსოვდეს, აქ შენი „დამცველი“ მხოლოდ პირბადეა; კარგად მოირგე – უნდა ფარავდეს ნიკაპსა და ცხვირს;
  • თუ პირბადე დაისვარა ან დასველდა, როგორც კი ჩამოხვალ ავტობუსიდან, ზონარით მოიხსენი, მოათავსე პარკში და გადააგდე ურნაში. თუ შესაძლებლობა გაქვს, დაიბანე ხელი ან ანტისეპტიკური ხსნარით გაისუფთავე და მხოლოდ შემდეგ გაიკეთე ახალი პირბადე;
  • ნიღაბი სავალდებულო არაა ბავშვებისთვის და მათთვის ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია , რომ მათ უსაფრთხოებაზეც ვიზრუნოთ და არავითარ შემთხვეში არ მოვიხსნათ ან ჩამოვიწიოთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

მოერიდე ზედაპირებზე შეხებას

  • მაქსიმალურად შეზღუდე ტრანსპორტში ისეთ ზედაპირებზე შეხება, როგორებიცაა ხელის მოსაკიდები, ღილაკები, სახელურები, სკამები; ამ შემთხვევაში გირჩევთ, გამოიყენო ერთჯერადი ხელთათმანები ან ხელები დაიმუშავოთ ანტისეპტიკური ხსნარით;
  • დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე, დაიბანე ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში და ხელები შეიმშრალე ქაღალდის ხელსახოცით;

Covid-საეჭვი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ისარგებლე Covid-19-ის ბინაზე მართვის პორტალით, დატოვე მონაცემები აქ და ექიმი 24 საათში დაგიკავშირდება;