fbpx

5 გავრცელებული მითი Covid-ვაქცინაზე

Covid- ვაქცინაციის საკითხმა მთელ მსოფლიოში დიდ მითქმა -მოთქმა გამოიწვია და ვრცელდება უამრავი მითი მის უარყოფით გავლენებზე ;

მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ ვაქცინაციის შესახებ ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და მითების გასანეიტრალებლად; დღეს ოფიციალური ორგანიზაციების ვებ გვერდებზე ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება ცნობები, ხელმისაწვდომია სანდო, მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია და ყოველთვის შეგვიძლია გადავამოწმოთ ნებისმიერი გავრცელებული ამბავი. ამჯერად ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე ( CDC) დაყრდნობით მოგაწვდით რეალურ ფაქტებს ვაქცინაციაზე და  შევეცდებით, არგუმენტირებულად დავამსხვიოთ  ყველაზე გავრცელებულ მითები;

მითი #1 კოვიდ ვაქცინით შეიძლება დავინფიცირდე

რეალურად  არცერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID ვაქცინა, რომელიც ამჟამად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც იწვევს დაინფიცირებას. ეს ნიშნავს, რომ COVID- ვაქცინას არ აქვს უნარი დაინფიცირების; მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გამოიყენება და 10-ზე მეტი სერტიფიცირების პროცესს გადის. ყველა მათგანი ასწავლის ჩვენს იმუნურ სისტემას, როგორ ამოიცნოს და ებრძოლოს ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19- ს. ზოგჯერ ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოსუკუჩვენებები,როგორიცაა ცხელება ან ალერგია. ეს სიმპტომები ნორმალურია და დამახასიათებელია სხვა დაავადებების საწინააღდეგო ვაქცინებისთვისაც; ასეთი უკუჩვენებები იმის ნიშანია, რომ სხეული იწყებს ვირუსისგან დაცვის მექანიზმების გამომუშავებას; დღეის მდგომაროებით ჩატარებული ვაქცინაციის არც ერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მწვავე შდეგი , მით უფრო ლეტალური;

ჩვეულებრივ, ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს იმუნიტეტის  შესაქმნელად რამდენიმე კვირა სჭირდება. რაც იმას ნიშნავს,  რომ შესაძლებელია, ორგანიზმმა ვერ მოასწროს ანტისხეულების გამომუშავება და  ადამიანი დაინფიცირდეს;  ეს არ ნიშნავს, რომ   ვაქცინაციის შედეგად მოხდა დაინფიცირება, ეს ის შემთხვევაა, როცა ვაქცინს არ ჰქონდა საკმარისი დრო დაცვის უზრუნველსაყოფად, ვირუსი შეიჭრა ორგანიზმში და მოხდა დაინფიცირება ანტისხეულების გამომუშავებამდე;

მითი #2 უკვე მქონდა კოვიდ-19, ამიტომ საჭირო აღარაა ვაქცინაცია

ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან  COVID-19- ით ხელახალი ინფიცირების რისკის გამო, რეკომენდაებულია ვაქცინაცია, განსაკუთრებით  მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის, მიუხედავად იმისა, გქონდათ თუ არა COVID-19 ინფექცია.

ამ დროისთვის, ექსპერტები გადაჭრით ვერ გვეუბნებიან, რამდენ ხანს არის ადამიანი დაცული COVID-19– დან გამოჯანმრთელების შემდეგ. იმუნიტეტი, რომელსაც ადამიანი იღებს ინფექციისგან ბუნებრივი გზით, დამოკიდებულია ორგანიზმზე;   ბუნებრივი იმუნიტეტი ყველა შემთხვევაში შეიძლება დიდხანს არ შენარჩუნდეს, ამიტომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია საჭიროა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც უკვე აქვთ გადატანილი ვირუსი;

მითი #3 ვაქცინაცია ვერ შეძებს დამიცვას ვირუსისგან

სინამდვილეში სწორედ ვაქცინაა ამ ეტაპზე საუკეთესო დამცავი იარაღი ვირუსის წინააღმდეგ, რადგან  COVID- ვაქცინა ასწავლის თქვენს იმუნურ სისტემას, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ვირუსს;

ორგანიზმისთვის დაცვის სისტემის გამომუშავება ვირუსის წინააღმდეგ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მსუბუქი ფორმით ვითარდება,  ნაწილში –  უმძიმესი ჩვენებებით მიმდინარეობს; ფაქტია, პანდემიის 1 წლის თავზე მსოფლიოში უკვე მილიონზე მეტი მსხვერპლია, ამიტომ ვაქცინა, ამ ეტაპზე, ერთადაერთი ბერკეტია ვირუსთან საბრძოლველად;

მითი #4 ვაქცინას შეუძლია შეცვალოს ჩემი DNM

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, შეიძლება ითქვას, საშიში მითია, რომელიც საკითხში გაუცნობიერებელ ადამიანებს აძლევს უსაფუძვლო პანიკისა და აგრესიის მიზეზს; ამიტომ  აუცილებელად უნდა განვმარტოთ დეტალურად, თუ რატომ არის შეუძლებელი ვირუსმა შეცვალოს DNM;  

ინფორმაციული რნმ (mRNA) ყველა ცოცხალ უჯრედში გვხვდება. გენეტიკური კოდის ეს ძაფები ქიმიური შუამავლის როლს ასრულებს ჩვენს ქრომოსომებში არსებულ დნმ-სა და უჯრედის იმ მექანიზმს შორის, რომელიც ჩვენი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილებს აწარმოებს. COVID-19 ვაქცინის mRNA არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ. ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია mRNA– მა გავლენა მოახდინოს ან ურთიერთქმედებდეს ჩვენს დნმ – ზე და მით უფრო, შეცვალოს გენეტიკური კოდი.   ამის ნაცვლად, COVID-19 mRNA ვაქცინა მუშაობს სხეულის ბუნებრივ დაცვაზე დაავადების უსაფრთხოდ იმუნიტეტის შესაქმნელად.  გარდა ამისა, ის შედარებით არამდგრადია და უჯრედში დაახლოებით 72 საათის განმავლობაში ძლებს, შემდეგ კი იშლება

საბოლოოდ კი ჩვენი სხეული ისწავლის, როგორ დაიცვას თავი მომავალი ინფექციისგან.

მითი #5 ვაქცინაცია საფრთხეს უქმნის მომავალ დედებს;

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19 ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები ორსულობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას იწვევს, მათ შორის პლაცენტის განვითარებას. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნაყოფიერების პრობლემები  ვაქცინის გვერდითი მოვლენაა. ადამიანები, რომლებიც ახლა ან მომავალში აპირებენ დაორსულებას, შეუძლებათ, ჩაიტარონ covid-ვაქცინა, როდესაც ის ხელმისაწვდომი გახდება.

იყავი ინფორმირებული , გაეცანი გადამოწმებულ ინფოირმაციას და გაუზიარე სხვებსაც

წყარო: https://www.cdc.gov/