fbpx

შესაძლოა, მალე მსოფლიოში „ვაქცინაციის პასპორტები“ გამოჩნდეს

კოვიდ პასპორტი

სულ მალე შესაძლოა, სამთავრობო და სამოგზაურო ინდუსტრიის წარმომადგენლების ლექსიკაში  ახალი ტერმინი ვაქცინის პასპორტი გაჩნდეს;

ამის შესახებ რამდენიმე დრის წინ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, მოგზაურობისთვის შეიძლება  ციფრული დოკუმენტაცია გახდეს საჭირო, რომელიც აჩვენებს აქვს თუ არა მგზავრს ჩატარებული Covid- ვაქცინაცია;

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ახალი ბრძანებულება, რომელიც პანდემიის აღკვეთას ისახავს მიზნად და სამთავრობო უწყებებს ავალებს შეაფასონ კორონავირუსის ვაქცინის პასპორტებისა და მათი ციფრული ვერსიების წარმოების მიზანშეწონილობა;

ამავე დროს დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო სამი-ოთხი თვის განმავლობაში  შემოიღებენ ციფრულ პასპორტს, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დაადასტურონ , რომ ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია;

ვაქცინის პასპორტებს მხოლოდ მთავრობები არ გვთავაზობენ. რამდენიმე კვირაში, ავიაკომპანია Etihad Airways and Emirates ავიახაზები დაიწყებენ ციფრული სამგზავრო ბილეთის გამოყენებას, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ, რათა დაეხმაროს მგზავრებს მოგზაურობის გეგმების მართვაში.

რა არის ვაქცინის საშვი ან პასპორტი?

ვაქცინაციის საშვი ან პასპორტი არის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ აცრილი ხართ Covid-19- ის წინააღმდეგ. ზოგი ვერსია ასევე საშუალებას მისცემს ხალხს აჩვენოს, რომ უარყოფითი ტესტი აქვთ ვირუსზე და ამიტომ უფრო მარტივად შეუძლიათ მოგზაურობა. ავიაკომპანიების, ინდუსტრიული ჯგუფების, არაკომერციული ორგანიზაციების და ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი ვერსიები უკვე მუშაობის პროცესშია ;