fbpx

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას?

ახალგზარდა კაცი ზის სავარძელში

პანდემიამდე ალბათ ისე ხშირად არ ვფიქრობდით, რამდენად რთულია მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობა. 8 საათის განმავლობაში საქმე თავზე გვაყრია- მეილები, პროექტები, სოციალური ქსელები( რომელიც არა გასართობი, ბევრისთვის სამუშაო სივრცეა), ახლა უკვე ონლაინ შოპინგიც იმაზე მეტად აქტუალური გახდა, ვიდრე აქამდე. მას შემდეგ რაც კორონავირუსმა ჩვენთანაც შემოაღწია , ერთ დღესაც უჩვეულო რეალობის წინაშე დავდექით- სახლიდან, დისტანციურად უნდა გვემუშავა. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანის ფონზე, ვინ დაიწუწუნებდა?! ასე გადაიქცა თვალსა და ხელ შუა ჩვენი საძინებლები, სამზარეულოები, მისაღები ოთახები და აივნებიც კი ოფისებად ; მალე გავაცნოებიერეთ, კომპიუტერთან ურთიერთობის 8 საათს, როგორ შეემატა კიდევ 1-2 საათი შეუმჩნევლად და უკვე მთელი წელია ამ რეჟიმში ვცხოვორობთ;

რა ხდება ამ დროს ჩვენ ორგანიზმში? დუნდება კუნთები და სახსრები, იღლება თვალები, გვეცლება ენერგია.

როგორ მოვიქცეთ, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის ფონზე , შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა?

  • კომპიუტერის მონიტორი (ეკრანი) უნდა იყოს თვალის დონეზე ან ოდნავ დაბლა.
  • კლავიატურა ისეთ სიმაღლეზე მოათავსე, რომ იდაყვებით კომფორტულად დაეყრდნო მაგიდას. თქვენი წინამხრები უნდა იყოს პარალელურად იატაკისა და კლავიატურის დონეზე.
  • სავარძელი ისე მოირგე, რომ ფეხებით იატაკს დაეყრდნო, ან გამოიყენე ტერფის საყრდენი.
  • ისარგებლე ერგონომიული სავარძელით, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ ხერხემალი მოერგოს ბუნებრივად ჯდომის დროს.
  • ხშირად გააკეთე მოკლე შესვენებები, გაისეირნე, ან გააკეთე მსუბუქი ვარჯიშები ხერხემლის, კუნთებისა და კისრის გასავჯიშებლად. აქ შესაბამის სავარჯოშებს ნახავ;
  • ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ადექით და ოთახში გაიარ-გამოიარე;
  • თვალის გამოშრობისგან დასაცავად, გამოიყენე თვალის დამატენიანებელი წვეთები, ხოლო თუ ტკივილი დაგეწყო, ეკრანის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე მოირგე;
  • იკვებე რეგულარულად, დღეში 3-ჯერ მაინც და არ მიირთვა კომპიუტერთან;
  • სამუშაოს დასრულების შემდგე, გამორთე კომპიუტერი და 20-30 წუთით გაისეირნე ფეხით.

მართალია, პანდემიამდეც არანაკლებ დატვირთვას იღებდა ორგანიზმი კომპიუტერთან მუშოაბის დროს, მაგრამ დისტანციურმა მუშაობამ კიდევ უფრო უფრო გაამწვავა, ამიტომ გაითვალისიწნე ეს მარტივი რჩევები და ხელი შეუწყე შენს ორგანიზმს გაუმკავდეს სტრესს;