ახალი რეალობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ცვლილება, რომელიც ოფისებიდან დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას გულისხმობდა, დამეთანხმებით, უმრავლესობისთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული.
Covid-პანდემიამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, დისტანციურად დასაქმებულთა, დაახლოებით, მეოთხედი აცხადებდა, რომ სამუშაო მათთვის სტრესული და დამთრგუნველი იყო. Nuffield Health- ის კვლევებმა კი აჩვენა, რომ პანდემიის შემდგომ ეს რიცხვი 80%-მდე გაიზარდა; თუ კი ამ სტრესს ჩვენს ყოველდღიურ ნაწილად ვაქცევთ და არ დავიწყებთ საკუთარ თავთან მუშაობას, შესაძლოა, მან უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე მომავალში;
მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფიზიკური სიჯანსაღისთვის, შინაგანი წონასწორიბის, მყარი ფსიქიკისა და პროდუქტიულობისთვის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 რჩევას, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი სტრესისგან და დეპრესიისგან, სახლიდან მუშაობის დროს.
1.მკაცრად დაადგინეთ საზღვარი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის
ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან სახლიდან მუშაობის დროს დასვენებასა და საქმეს შორის საზღვრები მყიფე ხდება. ამას ძირითადად ის განაპირობებს, რომ სამუშაო მუდმივად “ხელმისაწვდომია” ჩვენთვის და ჩვენ სამუშაოსთვის . ამიტომ სასარგებლო რუტინული ჩვევების გამომუშავებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს საჭირო საზღვრების დადგენას; მაგალითად, შესვენების დროის მკაცრად განსაზღვრა, დროული ლანჩი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპიუტერის დროულად გათიშვა;
2. გამოიმუშავეთ “დადებითი” ქცევები
როდესაც დატვირთული და სტრესული დღე გაქვთ, ეცადეთ გამოიმუშავოთ ჯანსაღი ქცევები – სტრესის დასაძლევად ალკოჰოლსა და თამბაქოზე ნუ შეაჩერებს არჩევანს, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერიოდში. გახსოვდეთ, უბრალოდ სიარულსაც შეუძლია დღის ბოლოს თქვენთვის სტრესის შემცირება; სამუშაოს დასრულების შემდეგ თუნდაც 20 წუთიანი სეირნობა აქციეთ თქვენს ყოველდღიურ ქცევად და სულ მალე შეამჩნევთ, როგორ შეივსებით ენერგიითა და პოზიტიური განწყობით.
3.გამოყავით დრო დასვენებისთვის
დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამისთვის დრო აუცილებლად უნდა გამოყოთ.დაივიწყეთ უქმეებზე და არასამუშაო დროს მუშაობა, საუკეთესო საქმე ამ დროს ის არის, რაც თქვენ სიმშვიდეს განიჭებთ. ეს შეიძლება იყოს საყვარელი წიგნის ხელახლა წაკითხვა, ან აბაზანაში ნებივრობა, კულინარია, მედიტაცია. დღეში 1 საათი დაუთმეთ საკუთარ თავს და გააკეთე ის, რაც სიამოვნებასა და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
4. შეინარჩუნეთ კონტაქტი მეგობრებთან
მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, ფიზიკურად დაშორებულები ვართ მეგობრებს , ახლობლებს და ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოციალურადაც დავშორდით. მოაწყვეთ ტრადიციული შეხვედრები მეგობრებთან თუნდაც ონლაინ, იჭორავეთ ჭიქა ყავის ან ღვინის თანხლებით, გაუზიარეთ ემოციები ერთმანეთს და არ მისცეთ თავს იმის შესაძლებლობა , რომ ემოციურადაც იზოლირებული არმოჩნდეთ; მეგობრების გარემოცვაში ყოფნა ხომ განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, თუნდაც ონლაინ 🙂
5. ფოკუსირდით მხოლოდ დადებითზე
რაც უნდა ვეცადოთ, ყოველდღიურ რუტინას ვერ გავექცევით. ყოველთვის იქნება ცუდი და კარგი დღე, აუცილებლად მოგეშლებათ ნერვები მეზობლეზე, კოსნულტანტზე, ოპერატორზე, გაგაღიზიანებთ ნელი ინტერნეტი, უსიამოვნო ზარი ტელეფონზე, მაგრამ ყოველთვის შეეცადე იფიქროთ იმაზე, რომ ეს მხოლოდ წვრილმანებია, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რაზეც არ შეგიძლია გავლენის მოხდენა, შეცვლა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიწყე მსგავსი წვრილმანების “გატარება”, ეს ხომ იმდენად უმნიშვნელო რამაა, იმისთვის, რომ მასზე დახარჯო ენერგია და ნერვები?! სამაგიეროდ, ფოკუსირდით პატარ-პატარა სასიამოვნებებზე, როგორიცაა დილის სასიყვარულო შეტყობინება, მზე,რომელიც გავსებს ენერგიით, გემრიელი კერძი, ცუგოსთან თამაში, საყვარელი მუსიკის მოსმენა, ცეკვა, …უბრალოდ , შეეცადეთ, არ გამოგრჩეთ ყოველდღიური სასიამოვნო მომენტები.
ყოველთვის, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობზე ვსაუბრობთ, მოვიაზრებთ მენტალურ ჯანმრთელობასაც. თითოეული ჩვენგანის მიზანია, კარგად გავიაზროთ პრობლემა და გავითვალისწინოთ დამტკიცებული და გამოცდილი რჩევები, რომლებიც აუცილებლად დაგვეხმარება და შეცვლის ჩვენს ყოველდღიურობას უკეთესობისკენ.