fbpx

საქართველოში AstraZeneca-ს 43 200 დოზა შემოდის

ასტრაზენეკას_ვაქცინა

 11 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ 13 მარტიდან საქართველოში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა;  ვაქცინას ეტაპობრივად მივიღებთ- პირველ ეტაპზე, ასტრაზენეკას 43 200 დოზა შემოვა, რომლის გადანაწილებაც შესაბამისი პროტოკოლით, კოვიდის ვაქცინის საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდება. კერძოდ, ვაქცინაცია დაიწყება სამედიცინო პერსონალიდან, შემდეგ მოიცავს რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, ბოლო ეტაპზე კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ხელისუფლება სრულ მოცვას, დაახლოებით, 2021 წლის ბოლომდე გეგმავს;

პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფაიზერის ვაქცინაზე, რათა მოხდეს დაჩქარებული ტემპით შემოტანა ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია. მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის.