“პანდემიის დასასრულის დასაწყისი” – ასე შეფასდა 15 მარტი საქართველოში, როდესაც პირველი ვაქცინაცია საჯაროდ ჩატარდა. მანამდე კი იყო ერთი მხრივ ხანგრძლივი, მერე მხრივ კი ვაქცინის შესაქმნელად უმოკლესი 1 წელი, შემდეგ მისი მიღების რთული პროცესი და, როგორც იქნა, 13 მარტს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი 43 200 დოზა მივიღეთ, რომლითაც დაიწყო სამედიცნო პერსონალის ვაქცინაცია. ახლა საზოგადოების მთელი ყურადღება სწორედ “ასტრაზენეკას” ეფექტურობასა და ავკარგიანობისკენ არის მიმართული.
განაგრძე კითხვა, AstraZeneca-ს შესახებ ბევრ საჭირო ინფორმაციას მიიღებ
ვაქცინის შესახებ
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში ბრიტანეთში დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca- ს გუნდის მიერ. კვლევის ჯგუფში შედიან ჯენერის ინსტიტუტისა და ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის მეცნიერები. ასტრაზენეკა ვაქცინის 4 ძირითადი ჯგუფიდან ერთ-ერთი, ვექტორული ვაქცინაა, სადაც მატარებელი, გადამტანი არის სხვა ვირუსი – ადენოვირუსი ,მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია. ვაქცინაციის შემდეგ, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას, იმუნური სისტემა ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ კორონავირუსის სპაიკ ცილას და ანადგურებს ვირუსს დაავადების გამოწვევამდე.
ვაქცინის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 23 000-ზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. ასევე 40,000 ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობს კვლევა აშშ-ში, არგენტინაში, ჩილეში, კოლუმბიასადა პერუში. ბევრმა ქვეყანამ დაიწყო უკვე გამოყენება აღნიშნული ვაქცინის, მათ შორის არის პირველი იყო დიდი ბრიტანეთი, სადაც Astrazeneca-ს 11 მილიონზე მეტი დოზა არის გამოყენებული;
არის თუ არა უსაფრთხო ასტრაზენეკას ვაქცინა ?
ასტრაზენეკას ვაქცინა შემოწმებულია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს EMA-ს მიერ და აკმაყოფილებს WHO-ს კრიტერიუმებს. EMA – მ საფუძვლიანად შეაფასა მონაცემები ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ და გასცა რეკომენდაცია. ასტრაზენეკა უსაფრთხო და სანდო ვაქცინად დადასტურებულია ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს WHO- ს დამოუკიდებელ და ავტორიტეტულ რეკომენდაციებს უსაფრთხო ვაქცინის გამოყენების თაობაზე;
თუმცა რამდენიმე ქვეყანამ, დროებით, შეაჩერა მისი გამოყენება, მიზეზი ერთეულ ვაქცინირებულ ადამიანში თრომბოემბოლიის განვითარება დასახელდა. ამასთან დაკავშირებით ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი აიცრა, დაკვირვებამ და უსაფრთხოების ყველა მონაცემის განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე ქვეყანაში არ დასტურდება. ამ ეტაპზე ასტრაზენეკას ვაქცინით 17 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, საიდანაც მხოლოდ თხითმეტს დაუდასტურდა ვენის ღრმა თრომბოზი და 22 ადამიანს – ფილტვის ემბოლია, რაც, კომპანიის თქმით, ვერ იქნება დაკავშირებული ვაქცინის უკუჩვენებებთან, ვინაიდან მოსახლეობის ამ რაოდენობისთვის მსგავსი სიმპტომები ბუნებრივია. გარდა ამისა, კლინიკური ცდებით დადასტურდა, რომ თრომბოზული მოვლენების რაოდენობა მცირე იყო ვაქცინირებულ ჯგუფებში. არ არსებობს სისხლდენის მომატების მტკიცებულება. ამასთან, მედიკამენტების ევროპული სააგენტო (EMA), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დიდი ბრიტანეთის მედიცინის მარეგულირებლები ადასტურებენ ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას;
რეკომენდაციები
ასტრაზენეკას ვაქცინა რეკომენდირებულია თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის, რომლებიც ზრდის COVID-19- ის რისკს. მათ შორის არის ჭარბწონიანობა, გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დამატებითი გამოკვლევები აივ ინფექციით ან ავტოიმუნური მდგომარეობით დაავადებულ პირებზე ან იმუნოკომპრესიული პირებისთვის, ამ კატეგორიის ადამიანები, შეიძლება აიცრნენ ექიმის ზედამხვედელობის და კონსულტაციის შემდეგ. რეკომენდირებულია უპირატესობა მიენიჭოთ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სამედიცინო პერსონალს და ხანდაზმულ ადამიანებს. ვაქცინაცია შესაძლებელია მათთვის, ვისაც წარსულში ჰქონდათ COVID-19 გადატანილი. თუმცა, მწარმოებლის თქმით, ინფექციის დროიდან ექვს თვემდე ვადით, შეუძლიათ არ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ასტრაზენეკას ვაქცინა ასევე უსაფრთხოა მეძუძური ქალებისთვის და აღსანიშნავია, რომ WHO არ ურჩევს მათ ძუძუთი კვების შეწყვეტას ვაქცინაციის შემდეგ. ალერგიული ადამიანებისთვის კი აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია;
როგორ გამოიყენება ასტრაზენეკას ვაქცინა?
ასტრაზენეკას ვაქცინა გამოიყენება 18 წლის ზევით ასაკის ადამიანებზე, ორ დოზად. თითოეული 0,5ლ. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის მიღება მოხდეს 8-12 კვირის ინტერვალით. პირველი დოზის მიღების შემდეგ საჭიროა დამატებითი გამოკვლევები გრძელვადიანი პერიოდში დასაცავად. AstraZeneca– ს შენახვა არ არის საჭირო ულტრა დაბალ ტემპერატურაზე. ვაქცინის შენახვა, ტრანსპორტირება და დამუშავება შესაძლებელია სამაცივრე, ნორმალურ ტემპერატურაზე (2-8 გრადუსი ცელსიუსი) მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. AstraZeneca ვაქცინა აღმოჩნდა 76% ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ, პირველი დოზის მიღების შემდეგ, მეორე დოზის შემდეგ კი – ეფექტურობა იზრდება 82% -მდე.
რატომ არის საჭირო ვაქცინაცია?
ზუსტად ერთი წელია, რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ დაუცველია. შეზღუდვები ერთადერთია, რაც ვირუსს აკონტროლებს – ამცირებს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობებს, თუმცა ვიღებთ კატასტროფული ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს; არსებობს პანდემიიდან თავის დაღწევის უფრო ცივილური და ეფექტური გზა -ვაქცინაცია, რომელიც ასწავლის ჩვენს სხეულს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას და გვაძლევს შანსს დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას; ჩვენ ჯერ ამისთვის ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, შემდეგ ეტაპზე მაღალ რისკ-ჯგიფში შემავალი პირები ჩაერთვებიან, დასრულებას კი ოპტიმისტური პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ;