fbpx

როგორ მოვიქცეთ თუ დაგვიდასტურდა Covid-19 ან გამოგვივლინდა საეჭვო სიმპტომები?

ჯიპიაის კოვიდ პორტალი

ინსტრუქცია დაზღვეულებისთვის

ბოლო დღეებია მნიშვნელოვნად იზრდება კოვიდ დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. დადებითობის მაჩვენებლიც ასცდა 3%-ს და უკვე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მესამე ტალღის ზღვარზე ვართ. ცხადია, ამის ფონზე გაიზარდა მომართვინაობა 112-სა და ჯიპიაის ცხელ ხაზზეც.

Civid-19-ის დადასტურების ან საეჭვო სიმპტონების გამოვლენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, დროული რეაგირება, რათა ეფექტურად ვმართოთ Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის პროცესი, ამიტომ, კიდევ ერთხელ, გვინდა შეგახსენოთ, შესაბამისი ინსტრუქცია:

როგორ უნდა მოიქცეთ თუ:

  • დაგიდასტურდათ Covid-19 ?

პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და დარეგისტრირდეთ covid-დადებითთა ბაზაში. ჯიპიაის დაზღვეულების მონაცემებს ამოწმებს ჩვენი Covid-ექიმი, რომელიც 112-ში დარეგისტრირებიდან  24 საათში დაგიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე და გაგიწევთ პროტოკოლით განსაზღვრულ სამედიცინო დახმარებას.

  • აღგენიშნებათ საეჭვო სიმპტომები?

ამ შემთხვევაში, ყველაზე მარტივი საშუალებაა, ისარგებლოთ Covid-პორტალით და მიჰყვეთ ინსტრუქციას:

• თუ პირადი ექიმი გყავს კლინიკა კურაციოში, იხილე ბმული https://covid.gpih.ge/polisebi/, შეავსე ველები და პირადი ექიმი 24 საათში დაგიკავშირდება 
• თუ თავდაცვის სამინისტროდან ხარ დაზღვეული და პირადი ექიმი კლინიკა კურაციოში გემსახურება, ისარგებლე ამ ბმულით https://covid.gpih.ge/tavdacva/
• თუ სხვა კლინიკაში გემსახურება პირადი ექიმი, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე 0322505111. თავდაცვის სამინისტროდან დაზღვეულებისთვის მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი 0322509111
• თუ რეგიონში ცხოვრობ, პირადი ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იხილე ბმულზე https://modzebne-ekimi.mygpi.ge/

თუ დადასტურებული გაქვს covid-19, ჩვენი covid-ექიმი უკვე დაგიკავშირდა, მაგრამ განმეორებით გსურს კონსულტაცია, დარეკე ცხელ ხაზზე 0322505111, თავდაცვის სამინისტროდან დაზღვეულებისთვის მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი 0322509111;

განაცხადის დაფიქსირება, ასევე, შეგიძლიათ covid-ფოსტაზე covid@gpih.ge – მიუთეთ თქვენი პირადი ან პოლისი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, როდის დაგეწყოთ სიმპტომები და გჭირდებათ თუ არა covid-ტესტი. 

ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0322505111

გაითვალისიწინეთ, რომ covid-დადებითი პაციენტების რეგისტრაციას ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ. რეგისტრაცია ხდება 112-ში და covid- ექიმი მხოლოდ რეგისტრირებულ პაციენტებთან შეძლებს დაკავშირებას.

შეგახსენებთ covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებს:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება
  • ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა
  • თავისა და კუნთების ტკივლი
  • ზოგადი სისუსტე
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ეპიდემილოგიურ სიტუაციაში ვიყოთ თქვენს გვერდით და დროულად აღმოგიჩინოთ დახმარება, რისთვისაც შენს განკარგულებაში ჩვენი covid-ექიმების გუნდია.