fbpx

ომიკრონის ბინაზე მკურნალობის რჩევები

omikroni

ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციები COVID-19 ახალ შტამთან ომიკრონთან დაკავშირებით

თუ დაგიდასტურდათ კოვიდ-19, ნუ შეშინდებით! შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

გაეცანით რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ:

  • ომიკრონი გავრცელების მაღალი სისწრაფით ხასიათდება. ის 4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები
  • ომიკრონით ინფიცირებისას, დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და გრძელდება 8 დღე. შედარებით დაბალია გართულებების, ჰოსპიტალიზაციის რისკი, განსაკუთრებით აცრილ და დაბუსტერებულ მოსახლეობაში
  • პაციენტების მცირე ნაწილს სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევები ან  კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევების მიხედვით, ყველაზე ხშირად დამახასიათებელი სიმპტომებია:

– ყელის ტკივილი

– თავის და წელის ტკივილი

– სურდო

– ზომიერი ცხელება

– ხველა

– ოფლიანობა ღამით

– საერთო სისუსტე

რეკომენდაციები:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე
  • მიიღეთ სითხე(დღის გამავლობაში 2 ლიტრამდე) და ვიტამინებით მდიდარი საკვები
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც იმყოფებით
  • შეძლებისდაგვარად ბევრი იმოძრავეთ, არ იყოთ პასიურად 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში(ძილის პერიოდი არ ითვლება)

მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისას, თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:

 

ზომიერი ცხელება – ტემპერატურა 38-ზე მაღალი, მიიღეთ პარაცეტამოლი 500 მგ., 8 საათში ერთხელ საჭიროების მიხედვით

 

ტკივილი – არ მოითმინოთ ტკივილი, გამოიყენეთ პარაცეტამოლი. თუ პარაცეტამოლი არ გიყუჩებთ ტკივილს, მიახმარეთ იბუპროფენი 200-400მგ. ეს ეხება როგორც თავის ტკივილს ასევე, კუნთების, წელის ტკივილს.

მხოლოდ აუცილებლად უნდა დაიცვათ 4-6 საათიანი ინტერვალი წამლის მიღებებს შორის

 

გაფრთხილება:

მოერიდეთ თვითნებურად ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომელთა ეფექტურობა კოვიდის მკურნალობაში კვლევებით არაა დადასტურებული(მაგ: თუთია, ვიტამინები და განსაკუთრებით ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, თუ ექიმის მიერ არა არის  დანიშნული).

 

დაუყონებლივ დაგვიკავშირდით, თუ გართულებული მიმდინარეობისას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან გაქვთ ერთერთი:

         !  მძიმე ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან სატურაცია <90%-ზე       

         !  მოჭერა ან ზეწოლა გულმკერდში

         !  სისხლიანი ხველა

         !  ტუჩების ან სახის სილურჯე

         !  არტერიული წნევის ციფრების შემცირება, მგ: < 90 mmHg

         !  შარდის გამოყოფის შემცირება < 100 მლ/დღეში.

         !  გონების კარგვა, დაცემა

დაკავშირება პირად ექიმთან:

დღის განმავლობაში 9:00 საათიდან 19.00 საათამდე 2505111 ან 2430101;

19 საათიდან  577632310

კოვიდ 19_თან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მ

მითითებულ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/news/5528/

წყარო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხშირად დასმული კითხვები. კორონავირუსთან დაკავშირებით.