fbpx

Covid-19-ის ბინაზე მართვის პორტალი შექმნილია იმისთვის, რომ პანდემიის პირობებში ოპერატიულად ვმართოთ ჩვენი დაზღვეულების ბინაზე მკურნალობის პროცესი;

როგორ და რა შემთხვევაში უნდა ვისარგებლო covid-პორტალით?

Covid-საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პორტალით ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე შეძლებ პირად ექიმთან კონსულტაციისთვის დროულად განაცხადის დაფიქსირებას;
იმ შემთხვევაში თუ საეჭვო სიმპტომები აღმოგაჩნდა მიჰყევი ინსტრუქციას:

• თუ პირადი ექიმი გყავს კლინიკა კურაციოში, იხილე ბმული, შეავსე ველები და პირადი ექიმი 24 საათში დაგიკავშირდება https://covid.gpih.ge/polisebi/
• თუ თავდაცვის სამინისტროდან ხარ დაზღვეული და პირადი ექიმი კლინიკა კურაციოში გემსახურება, ისარგებლე ამ ბმულით https://covid.gpih.ge/tavdacva/
• თუ სხვა კლინიკაში გემსახურება პირადი ექიმი, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე 0322505111(თავდაცვის სამინისტროდან დაზღვეულებისთვის 0322509111)
• თუ რეგიონში ცხოვრობ, პირადი ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იხილე ბმულზე https://modzebne-ekimi.mygpi.ge/

თუ დადასტურებული გაქვს covid-19, ჩვენი covid-ექიმი უკვე დაგიკავშირდა, მაგრამ განმეორებით გსურს კონსულტაცია, დარეკე ცხელ ხაზზე 0322505111(თავდაცვის სამინისტროდან დაზღვეულებისთვის მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი 0322509111);
გისურვებთ ჯანმრთელობას!